ინტერნეტპროვაიდერი კომპანია „კავკასუს ონლაინი“ საქართველოში ინტერნეტის სიჩქარეს მაქსიმალურად ზრდის. სიახლის შესახებ კომპანიის წარმომადგენლებმა დღეს „თბილისი მარიოტში“ განაცხადეს.
როგორც „კავკასუს ონლაინის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა რუსუდან კაპანაძემ განაცხადა, ინტერნეტის მინიმალური სიჩქარე 4 მეგაბიტამდე გაიზრდება, ხოლო მაქსიმალური 100 მეგაბიტი იქნება.
ამასთან, „კავკასუს ონლაინის“ ქსელში ჩართული მომხმარებლები მაღალსიჩქარიან ინტერნეტს ძველი ფასით მიიღებენ.
კომპანიაში იმედოვნებენ, რომ ახალი პროდუქტი საქართველოში ინტერნეტით სარგებლობის არსებულ კულტურას თვისობრივად შეცვლის.

















