საქართველოს კონტროლის პალატა დღეს, პარლამენტში 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ საქართველოს მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებით მოხსენებას წარადგენს.
კონტროლის პალატის ინფორმაციით, მოხსენებაში გასულ წელს საბიუჯეტო სისტემაში განხორციელებული პოზიტიური ცვლილებები, ასევე, აუდიტებისა და ანალიტიკური საქმიანობის შედეგად გამოვლენილი ხარვეზები და რეკომენდაციებია ასახული.
დადებითი ტენდენციებში ეკონომიკის ზრდა, ბიუჯეტის პარამეტრების პოზიტიური ცვლილება, ელექტრონული ტენდერების შედეგად წარმოშობილი დიდი ოდენობის ეკონომია იგულისხმება.
გამოვლენილ ხარვეზებში კი, ფისკალური წლის ბოლოს არათანაბარზომიერი ხარჯვა, არაპირდაპირი გადასახადების ხვედრითი წილი, საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა საკუთარი შემოსავლების მართვაში არსებული ხარვეზები და სახელმწიფო ქონების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები გამოიკვეთა.
რეკომენდაციები გადასახადების დაგეგმვას, საგადასახადო შემოსავლების კლასიფიცირებას, შესყიდვებიდან წარმოქმნილი ეკონომიის გამოყენებასა და სხვა საკითხებს ითვალისწინებს.

















