“დოიჩე ბანკმა” “თიბისი ბანკი” ევროსა და დოლარში სავალუტო გადარიცხვების მაღალი ხარისხის მაჩვენებლის მიხედვით, საუკეთესო ბანკად დაასახელა და ,,2011 STP Excellence Award” სერტიფიკატი გადასცა.
როგორც “ნიუსპრესს“ „თიბისი ბანკი“-დან აცნობეს, წლევანდელი ჯილდო განსაკუთრებულია, ვინაიდან ბანკმა ევროში გადარიცხვების მაჩვენებლის მიხედვით უმაღლესი ხარისხის სერთიფიკატი პირველად მიიღო.
რაც შეეხება დოლარში გადარიცხვებს, ამ მაჩვენებლის მიხედვით „თიბისი ბანკი“ უკვე მეექვსედ დაჯილდოვდა.
„ეს ფაქტი ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ მომსახურების მაღალ დონეს ამ ხნის განმავლობაში ბანკი სტაბილურად ინარჩუნებს“-აცხადებენ „თიბისი ბანკში“.
ხარისხის სერტიფიკატის მინიჭება წინა წლის მონაცემებზე დაყრდნობით ხდება და როგორც სავალუტო დავალებების ეფექტურ განხორციელებას, ასევე, შესრულებული გადარიცხვების რაოდენობას ითვალისწინებს.
STP (Streight Through Payments) სავალუტო დავალებას წარმოადგენს, რომელიც სვიფტის სტანდარტების შესაბამისადაა ჩამოყალიბებული და ავტომატურად, კორესპონდენტი ბანკის მხრიდან ყოველგვარი ჩარევის გარეშე სრულდება.

















