ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრების ხელმძღვანელობით ქართული დელეგაცია ლონდონში შეხვედრებს მართავს.
ვერა ქობალია და დიმიტრი გვინდაძე ლონდონში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში იმყოფებიან.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, დელეგაციის წევრები საინვესტიციო ბანკების წარმომადგენლებს შეხვდებიან და საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებულ სიტუაციას განიხილავენ.
დაგეგმილია ასევე სემინარის - Invest in Georgia გამართვა, სადაც ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე სიტყვით გამოვა. სემინარის მონაწილეები როგორც ინვესტორები, ასევე ბანკირები და სხვადასხვა სუვერენული ფონდების წარმომადგენლები იქნებიან.
როგორც გვინდაძის უწყებაში განმარტავენ, სემინარის მიზანი საერთაშორისო ინვესტორებისთვის საქართველოს საინვესტიციო და ტურისტული შესაძლებლობების გაცნობაა.

















