გერმანიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 20 წლისთავთან დაკავშირებით დღეს, სასტუმრო "თბილისი მარიოტში", სახელწოდებით - "კაპიტალიზმის ფერები: დისკუსია საქართველოს მომავალზე" კონფერენცია გაიხსნება.
როგორც „ნიუსპრესს“ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებიდან აცნობეს, კონფერენციაზე სიტყვით პროფკავშირების თავმჯდომარეც გამოვა და ევროპული სოციალური მოდელის ჭრილში საქართველოს მომავალი ეკონომიკური განვითარების საკითხებზე ისაუბრებს.
კონფერენციის ორგანიზატორები ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის, ფრიდრიხ ებერტის ფონდი, ჰაინრიხ ბიოლის და კონრად ადენაუერის ფონდები არიან.
ღონისძიება 17:00 საათზე დაიწყება.

















