logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია ბიზნესგარემოს კვლევას იწყებს
ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია ბიზნესგარემოს კვლევას იწყებს
13:20 16.05.2012
ოთხი არსამთავრობო ორგანიზაცია - „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ და ასოციაცია „მწვანე ალტერნატივა“ ქვეყანაში ბიზნესის განვითარების ხელისშემშლელ ფაქტორებს გამოიკვლევენ.
ამ მიზნით მათ კოალიცია - „თავისუფალი ბიზნესისთვის“ შექმნეს, რომლის პრეზენტაციაც დღეს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართა.
ორგანიზაციის წარმომადგენელთა განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ეკონომიკური რეფორმები გატარდა და ქვედა დონეზე კორუფცია აღმოიფხვრა, ელიტური კორუფციისა და ბიზნესის თავისუფლების მხრივ გარკვეული ხარვეზები კვლავ არსებობს. არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ მონიტორინგს სწორედ აღნიშნულ საკითხებზე განახორციელებენ და კვლევის შედეგებს საზოგადოებას გააცნობენ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ პროექტის ფარგლებში შეისწავლის ვინ ფლობს საქართველოში მსხვილ ბიზნესს და როგორია ქვეყნის საინვესტიციო გარემო. საია კერძო ფონდებით, თბილისში გარე ვაჭრობით, თანამდებობის პირების ბიზნესში მონაწილეობით და მედიაბიზნესით დაინტერესება. „მწვანე ალტერნატივა“ ბუნებრივი რესურსების ბოროტად გამოყენების ფაქტებს გაარკვევს, ხოლო „ეკონომიკური კვლევის ცენტრი“ საგადასახადო კანონმდებლობას გაუწევს მონიტორინგს.
ოთხივე არასამთავრობო ორგანიზაცია კვლევის შედეგებს შეაჯამებს. მათ პრეზენტაციას კი, ეტაპობრივად, თვეში ერთხელ მოაწყობს. ისინი შედეგებს დიპლომატიურ კორპუსს, ბიზნეს წრეებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს გააცნობენ.
აღნიშნული ორგანიზაციების წარმომადგენელთა განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში რეკომენდაციების უმეტესობას ხელისუფლება არ ითვალისწინებს, მათ მაინც გარკვეული შედეგები მოაქვთ.
როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, კვლევების განხორციელებისას ძირითადი პრობლემა მათ სახელმწიფო სტრუქტურებიდან საჯარო ინფორმაციის მოპოვებისას ექმნებათ, თუმცა, მისივე განცხადებით, მიუხედავად სირთულეებისა, კვლევებისას მხოლოდ ოფიციალურ ინფორმაციას დაეყრდნობიან.
პროექტი დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება. ის ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ინიციატივითა და მხარდაჭერით ხორციელდება.

ფოტო გალერეა
ფოტო მასალის ნახვა შესაძლებელია მხოლოდ ავტორიზებული მომხმარებლისთვის
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა