„თიბისი ბანკმა“ ვაჟა-ფშაველას გამზირზე ახალი ფილიალი გახსნა, სადაც მობილური ბანკის პრეზენტაცია გაიმართა.
„თიბისი ბანკის“ ინფორმაციით, მომხმარებლებს მობილური ბანკის სპეციალური აპლიკაციის ჩამოტვირთვა უკვე შეუძლიათ.
„თიბისი ბანკის“ სპეციალურ აპლიკაციას iPhone-ის 400-ზე მეტი მომხმარებელი იყენებს. მაისის ბოლოს „მობაილ ბანკის“ აპლიკაცია Android-ის სისტემით მომუშავე ტელეფონებისთვისაც გახდება ხელმისაწვდომი.
აპლიკაცია iPhone-ის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი წერტილიდან ბანკს დაუკავშირდნენ და მათთვის სასურველი ტრანზაქცია განახორციელონ. ასევე, მიიღონ საბანკო და ფინანსური ინფორმაცია. კერძოდ, შეამოწმონ ანგარიშები, გადაიხადონ კომუნალური გადასახადები, შეივსონ მობილურის ბალანსი და ა.შ.
„მობაილ ბანკით“ სარგებლობა უფასოა და სპეციალური რეგისტრაციის გავლას არ საჭიროებს. „მობაილ ბანკში“ შესვლა იგივე მომხმარებლის სახელითა და პაროლითაა შესაძლებელი, რომლითაც მომხმარებელი ინტერენტ ბანკის მომსახურებისას სარგებლობს.
წლის ბოლომდე ახალი მობაილ ბანკით სარგებლობას, iPhone-ისა და Android-სა გარდა, ყველა ის მომხმარებელი შეძლებს, ვის მობილურ ტელეფონსაც ინტერნეტ ბროუზერი აქვს.

















