“ვითიბი ბანკი” მომხმარებელს მომენტალური გადახდის მობილურ პროგრამას - PortMoney.ge-ს სთავაზობს.
ახალი სერვისი „ვითიბი ბანკმა“ და "მომენტალური გადახდების გაერთიანებულმა სისტემამ" საზოგადოებას დღეს წარუდგინეს.
როგორც „ვითიბი ბანკის“ ფინანსურმა დირექტორმა მამუკა მენთეშაშვილმა განაცხადა, მომენტალური გადახდების მობილური აპლიკაცია PortMoney.ge-ს მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია, სხვადასხვა სახის მომსახურების საფასური ადგილსამყოფელის მიუხედავად, დროის რეალურ რეჟიმში, მობილური ტელეფონიდან გადაიხადოს. გადახდა „ვითიბი ბანკის“ ეროვნულ ვალუტაში გახსნილი ნებისმიერი მიმდინარე ან საბარათე ანგარიშიდანაა შესაძლებელი.
როგორც „ვითიბი ბანკში“ აცხადებენ, პროგრამის რეგისტრაცია და მომსახურება უფასოა.

















