საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების ორგანიზაციის (OECD) ტექნიკური
დახმარების ფარგლებში, ერთკვირიანი სამუშაო ვიზიტით ექსპერტი ეწვია.
OECD-ის ექსპერტი „საქსტატის“ თანამშრომლებს სტატისტიკური ინფორმაციის მონაცემთა გავრცელების ახალი ერთიანი სისტემის შექმნასა და დანერგვაში დაეხმარება.
ახალი ერთიანი სისტემის შექმნის პროცესში ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ექსპერტების საქსტატში ვიზიტი მომავალშიც იგეგმება.

















