პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა გაზის კორპორაციას წარმატებული ტრანზაქციისთვის მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ
მან დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის განმარტებით, გაზის კორპორაციამ 250 მლნ აშშ დოლარის ევრობონდი გამოუშვა.
„ეს არის 5 წლიანი 250 მლნ აშშ დოლარის ევრობონდი, რომელიც მსოფლიო ფინანსურმა საზოგადოებამ, ფონდებმა გაზის კორპორაციას სახელმწიფო გარანტიის გარეშე გამოუყო. ბონდი განისაზღვრა საკმაოდ დაბალი პროცენტით - 6,8. ეს ნიშნავს, რომ თუ დღეს საქართველოს დამატებით ნახევარი მილიარდი დოლარი დასჭირდა, ამ თანხას ჩვენ 5,5 ან 5,4%-ში მოვიზიდავთ“- განაცხადა გილაურმა.
პრემიერის თქმით, ეს საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია და ნიშნავს რომ საერთაშორისო ფინანსური და ეკონომიკური საზოგადოება საქართველოს მაკროეკონომიკურ მონაცემებს ენდობა. მისი განცახდებით, ყოველივე ეს ქვეყანაში მეტი ინვესტიციის მოზიდვის საფუძველია.

















