პირველადი მონაცემებით, ბოლო დღეებში მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგად, ქვეყნას 5 მლნ ლარის ზარალი მიადგა. ამის შესახებ ჟურნალისტებს
ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, საკითხი ეხება ინფრასტრუქტურულ ზარალს, რაშიც გზები, ხიდები და სხვა ნაგებობების დაზიანება შედის.
ფინანსთა მინისტრის დიმიტრი გვინდაძის განცხადებით კი, პრობლემების დროულად აღმოსაფხვრელად თანხა ბიუჯეტიდან გამოიყოფა.
ძლიერი წვიმების შედეგად განსაკუთრებით თბილისის რამდენიმე უბანი, კახეთი, მცხეთა-მთაიანეთი და აჭარის მაღალმთიანი რაიონები დაზარალდნენ.

















