2013 წლის შემდეგ საშემოსავლო გადასახადი 18% იქნება. ამის თაობაზე „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილება შედის.
ცვლილებების თანახმად, საშემოსავლო გადასახადი 2013 წლის შემდგომ პერიოდში 18%-ით განისაზრება თუ პირის დასაბეგრი შემოსავლის 2% დაზოგვის სქემის შესაბამისად მმართველ კომპანიაში ირიცხება.
ცვლილებების თანახმად, 2%-ზე მეტი თანხის ჩარიცხვის შემთხვევაში აღნიშნული 18%–იანი განაკვეთი მცირდება დამატებით ჩარიცხული დასაბეგრი შემოსავლის შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს 3%–სა. საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისგან თავისუფლდება ნებაყოფლობითი ინდივიდუალური დაზოგვის შედეგად მიღებული თანხა.
ასევევ შემოდის ახალი კანონპროექტი, რომელიც ნებაყოფლობითი ინდივიდუალური დაზოგვის წესსა და პირობებს განსაზღვრავს. შეიქმნება აქტივების მმართველი კომპანიები, რომლებიც ფიზიკური პირების მიერ განხორციელებული შენატანის მართვას უზრუნველყოფენ.

















