მთავრობის სხდომაზე აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები სტიქიის შედეგად წარმოქმნილ ზარალზე იმსჯელებენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს
სხდომის დაწყებამდე ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა განუცხადა.
„სამწუხაროდ, ორდღიანმა წვიმამ სერიოზული პრობლემები შექმნა. პრემიერთან საუბარი უკვე შედგა. მთავრობის სხდომაზე განვიხილავთ მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონის საკითხს და რაიონების მიხედვით ზარალის ზუსტი ციფრი გვეცოდინება“ - განაცხადა ნიკოლაიშვილმა.
მისივე თქმით, ამ დროისთვის ყველა ცენტრალური გზა გახსნილია და სახიფათო უბნებზე ხარვეზები აღმოფხვრილია.
მთავრობის სხდომის დღის წესრიგში 40 საკითხია შეტანილი.

















