ელექტროენერგიის მიწოდება ამ დროისთვის, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სრულად ხორციელდება. ამის შესახებ ენერგეტიკისა და ბუნებრივი
რესურსების მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„სტიქიური უბედურების შედეგად შექმნილი დაზიანებები აღმოფხვრილია. ფაქტობრივად, ყველა იმ რაიონს, სადაც სტიქიური უბედურება იყო, ამ მომენტში ელექტროენერგია უპრობლემოდ მიეწოდება“-განაცხადა ხეთაგურმა.
სტიქიური მოვლენების შედეგად ელექტროენერგია მცხეთა-მთიანეთსა და კახეთის რეგიონს გაეთიშა.
ამ წუთებში კანცელარიაში მთავრობის სხდომა იწყება, სადაც, სავარუდოდ, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებს განიხილავენ.

















