საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომაზე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად
გამართულ აუქციონში გამარჯვებული გამოვლინდა.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, ტელეკომპანია „მეგა ტვ“-მ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბრიდან ქუთაისში, შპს „სატელიტსერვისის“, შპს „ბეტა ტვ“-ს, ინდ. მეწარმე „გოჩა ლილუაშვილის“ და შპს „ერას“ სტუდიებამდე რადიოსარელეო კავშირისთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია შეიძინა.
კომპანია რესურსით სარგებლობის ლიცენზიისთვის 1 298 ლარის ოდენობის თანხას გადაიხდის.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად აუქციონი 2012 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით გამოაცხადა.

















