იაპონურ-გერმანული ბრენდი „Fujitsu“ საქართველოში სახელწოდებით „განაახლე“ ახალ პროექტს იწყებს.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანიიდან აცნობეს, აქციის ფარგლებში მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება გერმანიაში წარმოებული „Fujitsu“-ს ნოუთბუქი ერთწლიანი განვადებით იყიდოს, პროცენტს კი, თავად კომპანია გადაიხდის.
სიახლესთან დაკავშირებთ, ხვალ „Fujitsu“ ექვს უმსხვილეს ბანკთან მემორანდუმს გააფორმებს და პროექტიც გახსნილად გამოცხადდება.
აქცია 31 ივლისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით 71 კომპიუტერულ მაღაზიას მოიცავს.
როგორც „Fujitsu“-ში განაცხადეს, პროექტი უნიკალურია, ვინაიდან ის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამოქმედდება და მასში 37 კომპანიის 71 მაღაზია ჩაერთვება. პროექტში მონაწილეობენ განვადების გამცემი შემდეგი ბანკები - „თიბისი“, „საქართველოს ბანკი“, „ბანკი რესპუბლიკა“, „პრივატბანკი“, „ლიბერთი ბანკი“ და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედო“.
როგორც კომპანიაში განმარტეს, აქციის განმავლობაში პროდუქცია არ გაძვირდება და მომხმარებელს ხელმისაწვდომ ფასად ექნება გერმანული წარმოების ნოუთბუქის შეძენის საშუალება.
„Fujitsu“ საქართველოს ბაზარზე 2001 წლიდან მუშაობს და მისი წილი დაახლოებით 10%-ია.

















