საქართველოში შარშან პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 63 ქვეყნიდან განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
„საქსტატის“ ცნობით, ამ მიმართულებით გასულ წლებთან შედარებით მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნება
ოფიციალური მონაცემებით, 2 000 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 18-მა, ხოლო 2005 წელს 38-მა ქვეყანამ განახორციელა.

















