სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანი დეფიციტი 2011 წელს 3,6% იყო, წელს კი, 3,5% იქნება. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ
დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
ფინანსთა მინისტრმა კომიტეტის სხდომაზე 2012 წლის ბიუჯეტის პროექტში ცვლილებები წარადგინა.
მინისტრის განცხადებით, ბოლო 3 წლის განმავლობაში, ბიუჯეტში შემოსულობები ბევრად უფრო დიდია, ვიდრე მიმდინარე ხარჯები.
მისივე განმარტებით, სწორედ აქედან გამომდინარეობს პროფიციტული საოპერაციო ბალანსი, რაც სტაბილურობისა და ფისკალური სიმყარის ერთ–ერთი ძირითადი ელემენტია.
2012 წელის ბიუჯეტში ცვლილებების თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 200 მლნ 600 ათასი ლარით იზრდება.

















