გერმანული კვირეულის ფარგლებში, დღეს სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში გამოფენა - „გერმანელები და ქართველები - შუა საუკუნეებიდან დღემდე“ გაიხსნება.
როგორც „ნიუსპრესს“ ეროვნული მუზეუმიდან აცნობეს, გამოფენის ორგანიზატორები საქართველოს ეროვნული მუზეუმი, პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის გერმანული ფონდი და საქართველოში გერმანიის საელჩო არიან.
გერმანიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენის მიზანი, საზოგადოებისთვის გერმანელებსა და ქართველებს შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობებების გაცნობაა.
გამოფენაზე ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების ამსახველ მასალას წარმოადგნენ.
დამთვალიერებელს საქართველოს ისტორიის, ხელოვნებისა და თბილისის ისტორიის მუზეუმებში დაცული არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, ნუმიზმატიკური, ფერწერული და გრაფიკული კოლექციების 300-მდე ექსპონატის ნახვის შესაძლებლობა ექნება.
ასევე, წარმოადგენენ ეროვნული ბიბლიოთეკის კოლექციას და საფეხბურთო კლუბ „დინამოდან“ თასების მფლობელთა თასს.
გამოფენას საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და გერმანიის ელჩი ორთვინ ჰენიგი გახსნიან.

















