ქუთაისში პარლამენტის მშენებლობა ბიუჯეტს, დღევანდელი მონაცემებით, 133 700 000 ლარი დაუჯდა.
როგორც ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, 2009 წელს მშენებლობისთვის 5 000
000 ლარი დაიხარჯა, 2010 წელს – 68 000 000 ლარი, 2011 წელს – 60 000 000 ლარი. მთლიანობაში, პარლამენტის მშენებლობაზე 133 700 000 ლარია დახარჯული.
გვინდაძის თქმით, საკანონმდებლო ორგანოს მთელი კომპლექსის მშენებლობა რეგიონალური ფონდიდან ფინანსდება.

















