საქართველოსა და მოლდოვას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება მზადდება.
საქართველოს პრეზიდენტმა ბრძანებულება გამოსცა, რომლის
თანახმადაც, „საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით მოლაპარაკებები გაიმართება.
ქართული მხრიდან მოლაპარაკებებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სალუქვაძე და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი მიხეილ ხმალაძე მიიღებენ მონაწილეობას.

















