მთავრობა „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ ქმნის. ამის შესახებ ცვლილება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში შედის.
სააგენტოს შექმნის მიზანია სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვასთან დაკავშირებული ფუნქციების განაწილება.
„სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შემადგენლობაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი იქნება.
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში ცვლილებების ინიციატორი საქართვლოს მთავრობაა.

















