საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია წეროვანში, სასათბურე მეურნეობაში, 200-მდე სტუდენტს ხვდება.
როგორც გოროზიამ აღნიშნა, ისინი ის სტუდენტები არიან, რომელთაც დასაქმების საზაფხულო პროგრამის ფარგლებში სამუშაო სოფლის მეურნეობის სფეროში აირჩიეს.
გოროზიას თქმით, შეხვედრის მიზანი სტუდენტებისთვის იმ ტექნოლოგიების გაცნობაა, რომელიც მიწის დამუშავებისა და მორწყვის თანამედროვე სისტემის დანერგვას უკავშირდება.
„გვინდა, სტუდენტებს გავაცნოთ ყველა ის ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, მთელი მსოფლიოს გამოცდილება მაქსიმალურად გამოვიყენოთ“-განაცხადა მინისტრმა.
მსგავსი ტიპის საინფორმაციო შეხვედრებს სოფლის მეურნეობის მინისტრი სხვადასხვა რეგიონის ფერმერებთანაც მართავს.

















