შვედეთი საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაში დაეხმარება.
თბილისის მერი გიგი უგულავა ოფიციალური ვიზიტით შვედეთს ეწვია, სადაც მან შვედეთის
საგარეო საქმეთა სამინისტროს და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა.
შეხვედრაზე გადაწყდა, რომ შვედები საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიზნით, სხვადასხვა პროექტს განახორციელებენ.
აქცენტი გაკეთდა პროექტებზე, რომლებიც საქართველოს დედაქალქში იგეგმება, მათ შორისაა თბილისის გამწვანების პროექტი.
„შეხვედრებზე საუბარი სხვადსხვა საკითხზე გვქონდა, ერთ-ერთია დემოკრატიის განვითარება და ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერება, მეორე ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება კი, ეკოლოგია და ეკოლოგიური უსაფრთხოებაა“ - განაცხადა უგულავამ და დასძინა, რომ ყურადრება, ასევე, საქართველოსთვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემაზე, უმუშევრობაზეც გამახვილდა.
გიგი უგულავა ხვალ სტოკჰოლმის მერს შეხვდება. მერების საუბრის მთავარი თემა ორი ქალაქის - თბილისისა და სტოკჰოლმის სამომავლო ურთიერთობები იქნება.

















