ევროპის საინვესტიციო ბანკმა, გრძელვადიანი და შეღავათიანი პირობებით, 170 მლნ ევრო საქართველოს ჩქაროსნული ავტომაგისტრალის
მშენებლობის დასაფინანსებლად გამოუყო.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის, ასევე, საქართველო-ევროკავშირს შორის „აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის“ დაფინანსების შეთანხმების შესახებ ხელშეკრულებები გაფორმდა.
საქართველოს მხრიდან ხელშეკრულებებს ხელი ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა მოაწერეს, ხოლო ევროკავშირის მხრიდან ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოში ფილიპ დიმიტროვმა, ასევე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვილჰელმ მოლტერიემ.
ამასთან, ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული შეთანხმებით ქვეყანა, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში, 20 მილიონი ევროს ოდენობის გრანტს მიიღებს.

















