იტალიური ტანსაცმლის ბრენდი „OVS“ დღეს ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე „გუდვილის“ სავაჭრო ცენტრში, საქართველოში მე-2 მაღაზიას გახსნის.
როგორც „ნიუსპრესს“ „გუდვილიდან“ აცნობეს, მაღაზია მომხმარებელს ქალის, მამაკაცის და ბავშვის ტანსაცმელს შესთავაზებს.
ახალი მაღაზია 650 კვ.მ ფართისაა. „OVS“-ი კოლექციას ორ კვირაში ერთხელ განაახლებს.
ამჟამად, „OVS“-ს იტალიასა და მის საზღვრებს გარეთ 600 მაღაზია აქვს.

















