სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია დღეს გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეს ესტუმრა და ნახევარ ჰექტარ ფართობზე გაშენებული მარწყვის პლანტაცია დაათვალიერა.
მინისტრი ხეხილის ბაღების მეპატრონეებს შეხვდა და სოფლის მეურნეობის დარგში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის აუცილებლობაზე ესაუბრა.
„კახეთის ნიადაგი და კლიმატური პირობები მრავალი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის მოსაყვანად საუკეთესოა. ერთ-ერთი ასეთი პროდუქტია მარწყვი, რომლის მოსავალიც წელს განსაკუთრებით დიდია. თუმცა, ეს არ არის საკმარისი. ასეთ პროდუქტს შესაბამისი შენახვის პირობები სჭირდება. ამ მიზნით, სამინისტროს პროდუქტის შენახვის ახალი ტექნოლოგიები, სამაცივრე მეურნეობები და სწარფგამყინავი დანადგარები შემოაქვს“- განაცხადა გოროზიამ.
მინისტრმა ფერმერებს სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტებიც გააცნო, რომლის ფარგლებში თანამედროვე სარწყავი სისტემები დაინერგა, ხილისა და ბოსტნეულის შესანახი სამაცივრე მეურნეობები მოეწყო და სათბურები აშენდა.
მინისტრმა ფერმერთა გადამზადების საჭიროებაზეც ისაუბრა.

















