ღონისძიება სახელწოდებით „მედიაცია - ახალი მიმართულებები დავების ალტერნატიულ გადაწყვეტაში“ დღეს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახლმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება.
აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, ღონისძიების მიზანი საქართველოში დავის გადაწყვეტის ალტერნატიული ფორმების დანერგვა-განვითარება, პროცესში პრაქტიკოსი იურისტების მოზიდვა და სახელმწიფო ორგანოებთან, ასევე, უნივერსიტეტებთან თანამშრომლობაა.
ღონისძიების ორგანიზატორები აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავების ალტერნატიული გადაწყვეტის ფორმების ეროვნული ცენტრი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო არბიტრაჟი არიან.

















