საქართველოს ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 2012 წლისთვის 5-დან 6%-მდე გაიზარდა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
გილაურის თქმით, მიმდინარე წლის ბოლო კვარტლის ანალიზმა ცხადჰყო, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზის განსაზღვრა 6%-მდე შიეძლება.
„ეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზიცაა, შესაბამისად, ბიუჯეტის პარამეტრებს 6%-იანი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით ვზრდით“ - განაცხადა გილაურმა.
მისივე თქმით, ინფლაციის მაჩვენებელი 6%-დან 5%-მდე მცირდება. ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი კი, ჯამში 26 მლრდ 967 მლნ ლარით განისაზღვრება.
„მშპ ერთ სულ მოსახლეზე 3 500 აშშ დოლარზე ცოტა მეტია. ეს 2003 წლის მშპ-ს ერთ სულ მოსახლეზე 4-ჯერ აღემატება“ - განაცხადა გილაურმა.
მთავრობს სხდომაზე 71 საკითხს განიხილავენ, მათ შორის ერთ-ერთი ძირითადი თემა, მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებებია.

















