ბათუმში 12-14 მაისს დაგეგმილ ეუთოს ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობას საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და ქართველი დეპუტატები მიიღებენ.
აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ვიცე–სპიკერმა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა გიგი წერეთელმა გააკეთა.
მისი თქმით, ბათუმში ეკონომიკური ფორუმის გამართვა მნიშვნელოვანია, რადგან მსგავსი მასშტაბური ღორისძიება საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა.
გიგი წერეთელი განმარტავს, რომ ეკონომიკურ ფორუმში 40–მდე ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას.
ეუთოს ეკონომიკური ფორუმზე საინვესტიციო გარემოზე, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე, ენერგეტიკული უსაფრთხოებასა და ტურიზმის განვითარების საკითხებზე იმსჯელებენ.
გიგი წერეთლის თქმით, ფორუმს 200–ზე მეტი სტუმარი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.

















