logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ეროვნული ბანკი სესხების გამცემ ორგანიზაციებს ახალ წესებს უდგენს
ეროვნული ბანკი სესხების გამცემ ორგანიზაციებს ახალ წესებს უდგენს
11:40 08.05.2012
ეროვნული ბანკი სესხების გამცემი ორგანიზაციებისთვის ახალ წესებს ადგენს. ამის შესახებ ცვლილება "ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანულ კანონში შედის.
კანონპროექტით შემოდის საფინანსო სექტორის წარმომადგენლის ახალი ინსტიტუტი - კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტი, რომელსაც ეროვნული ბანკი გააკონტროლებს.
კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტი არის იურიდიული პირი, რომელიც სახსრებს 400–ზე მეტი ფიზიკური პირისაგან მოიზიდავს ან რომლის მიერ ფიზიკური პირებისაგან მოზიდული სახსრების ოდენობა აღემატება ხუთ მილიონ ლარს. ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, ასეთი პირი ვალდებული იქნება დარეგისტრირდეს და ეროვნული ბანკის მიერ მისთვის დადგენილი მოთხოვნები დააკმაყოფილოს.
იურიდიული პირები, რომელთა მიერ მოზიდული სახსრები არ აღემატება 5 მლნ ლარს ან სახსრების მოზიდვა ხორციელდება ოთხასზე ნაკლები ფიზიკური პირისაგან, გარკვეულ შემთხვევებში მაინც ვალდებულნი იქნებიან ეროვნულ ბანკში რეგისტრაცია გაიარონ.
პროექტის თანახმად, ეროვნულ ბანკს შეეძლება კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების რეგისტრაცია და რეგისტრაციის გაუქმება, მათთვის შესაფერისობის კრიტერიუმების, რისკების გამჟღავნების, მინიმალური კაპიტალის, ლიკვიდობის და დამატებითი მოთხოვნების დადგენა, შემოწმება, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესება.
იმ შემთხვევაში, თუ კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის მიერ მოზიდული სახსრები აღემატება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ლიმიტს, მაშინ ეროვნულ ბანკს შეეძლება მას საბანკო საქმიანობის ლიცენზიის აღება მოსთხოვოს.
კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის პირობები, კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტისადმი მინიმალური კაპიტალის, ლიკვიდობის და დამატებითი მოთხოვნები, შესაფერისობის კრიტერიუმები, ფულადი ჯარიმის ოდენობა და დაკისრების წესი განისაზღვრება ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტით. ფულადი ჯარიმის თანხა კი, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მიიმართება.
საზედამხედველო ფუნქციების განხორციელებისთვის ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტებისაგან მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში. თუ ასეთი სუბიექტი ეროვნული ბანკის მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, ის ლიკვიდაციით და 150 000 ლარის ოდენობის თანხით დაჯარიმდება.
კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები დეპუტატები პავლე კუბლაშვილი, კახა ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა არიან. კანონპროექტის განხილვა პარლამენტს ჯერ არ დაუწყია.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა