აჭარის რეგიონში, მომსახურეობის დონის ამაღლების მიზნით, სასტუმროებისა და რესტორნების პერსონალის გადამზადების ახალი პროგრამა შეიქმნა.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროგრამა დეპარტამენტის ახალი პროდუქტისა და სერვისის განყოფილებამ შეიმუშავა და მიზნად სასტუმროებისა და რესტორნების მომსახურე პერსონალის საშუალო რგოლის მენეჯერების გადამზადებას ისახავს.
ერთთვიანი პროგრამის ფარგლებში, სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯერები, ადმინისტრატორები, ზოგიერთ შემთხვევაში კი, მფლობელები მართვის უნარებს დაეუფლებიან და უსაფრთხოების, კლიენტის მომსახურების, კომუნიკაციისა და სერვისის დონის ასამაღლებელად აუცილებელ უნარ-ჩვევებს გამოიმუშავებენ.
ამ ეტაპზე 5 ჯგუფად დაყოფილი 125 მომსახურე პერსონალის გადამზადებაა დაგეგმილი.
გადამზადების პროგრამაში მონაწილე პირებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ.

















