თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე ყოფილი იმელის შენობის ადგილზე სასტუმროს აშენების შემდეგ, მისი ოპერატორი კომპანია „მილენიუმი“ გახდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანია „დაბი ჯგუფის“ აღმასრულებელ დირექტორს სემ ედუარდსა და სასტუმროთა ქსელ „მილენიუმის“ ვიცე-პრეზიდენტს მანფრედ სიმონსს შორის თბილისში დღეს ხელშეკრულება გაფორმდა.
„იმელის“ შენობა სწორედ „დაბი ჯგუფის“ საკუთრებაშია. სასტუმროს მშენებლობაზე კომპანია 40 მლნ აშშ დოლარს დახარჯავს. სამუშაოები ორ წელში დასრულდება.
არაბეთის გაერთიანებული საემიროების დელეგაცია აბუ დაბის შეიხ და „დაბი გრუპის“ თავმჯდომარის ნაიან მაბარაკ ალ ნაიანის ხელმძღვანელობით საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება.

















