პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილმა დღეს ხელვაჩაურის სამრეწველო ზონაში მდებარე ბეტონისა და შესაფუთი მინების საწარმოები დაათვალიერა.
დეპუტატი საწარმოების საქმიანობას გაეცნო და დასაქმებულებს გაესაუბრა.
როგორც მელიქიშვილმა აღნიშნა, ტურისტული, საწარმოო, ინდუსტრიული და სოფლის მეურნეობის სფეროში პროექტების განხორციელება უმუშევრობის პრობლემის გადასაჭრელად მნიშვნელოვანი ფაქტორია.
„გვინდა, უფრო მეტი საწარმო გაიხსნას, რაც მეტი ადამიანის დასაქმების საშუალებას მოგვცემს“-აღნიშნა მან.
ხელვაჩაურის ბეტონისა და შესაფუთი მინების საწარმოები ერთი წლის წინ გაისხნა. მასში კომპანია „ტრანსკავკასკრისტალმა“ 3 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

















