„ლიბერთი ბანკის“ და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიათა ქსელ „სმაილის“ 0%-იანი განვადების აქცია გრძელდება.
ამის შესახებ „ლიბერთი ბანკის“ და „სმაილის“ წარმომადგენლებმა დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
მათი თქმით, აქციის ფარგლებში მომხმარებელს „სმაილის“ ქსელში ნებისმიერი ტექნიკის შეძენა 18-თვიანი განვადებით და 0%-იანი განაკვეთით შეუძლია.
„ეს აქცია ძვირადღირებულ პროდუქციას დაბალი შემოსავლის პირებისთვისაც ხელმისაწვდომს ხდის“ - აღნიშნეს „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებმა.
ამასთან, მომხმარებლებს, რომლთაც აქციის პირველ დღეს ყველაზე ძვირადღირებული ნივთები შეიძინეს, „ლიბერთი ბანკმა“ 200 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი - Gift Card-ს გადასცა.

















