„ნამახვან ჰესების კასკადის" პროექტირებით, მშენებლობით და მომარაგებით 40 კომპანია დაინტერესდა.
ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, კასკადის მშენებლობის უფლებას საუკეთესო პირობების მქონე კომპანია მოიპოვებს.
„ნამახვან ჰესების კასკადი“ მდინარე რიონზე აშენდება და მისი ჯამური სიმძლავრე 450 მგვტ. იქნება.
პროექტის თანახმად, დაგეგმილია სამი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, რომლის საინვესტიციო ღირებულება 800 მლნ აშშ დოლარია. კასკადის მშენებლობა 2017 წელს დასრულდება.

















