საქართველოში ინფლაციის დონე მიმდინარე წლის აპრილში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, 2,1 პროცენტითაა შემცირებული.
სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 12-თვიან პერიოდში აღნიშნული მაჩვენებლის ფორმირებაში ძირითადი გავლენა სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტულმა ცვლილებამ.
კერძოდ, მოცემულ პერიოდში სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე ფასები 8,1 პროცენტით შემცირდა. ფასების კლების მაღალი მაჩვენებელი - 32,8 პროცენტი ხილი და ყურძენის ქვეჯგუფზე დაფიქსირდა; ბოსტნეულის, ბაღჩეულისა და კარტოფილის ქვეჯგუფზე ფასებმა 21,7 პროცენტით იკლო, ხოლო შაქარსა და სხვა ტკბილეულზე 11,1 პროცენტიანი კლებაა.
ფასი 8 პროცენტით გაიზარდა ხორცისა და ხორცის პროდუქტების ქვეჯგუფზე.
12 თვის განმავლობაში ტრანსპორტის ჯგუფის მოსახურება 13,1 პროცენტით გაძვირდა.

















