საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, რეგიონებსა და ქალაქებში მთავარ პრობლემად უმუშევრობა სახელდება.
IRI -ის კვლევის შედეგებით, რეგიონებისა და ქალაქების მთავარ პრობლემად გამოკითხულთა 35% უმუშევრობას მიიჩნევს, ოჯახების პრობლემად გამოკითხულთა - 42%-ის უმუშევრობას ასახელებს.
კვლევის შედეგებით, ოჯახების პრობლემად ასევე, სიღარიბე - 9%, ეკონომიკური პრობლემები - 9%, დაბალი ხელფასები - 5%, ჯანმრთელობის პრობლემები - 5%, კომუნალური გადასახადები - 3%, მედიკამენტების სიძვირე - 3%, საცხოვრებელი პირობები - 2%, დაბალი პენსია - 2%, ჯანმრთელობის დაზღვევის უქონლობა - 2%, სოციალური პრობლემები - 1%, წყალი - 1%, არაფერი - 4%.
კვლევა მიმდინარე წლის 20 მარტიდან 6 აპრილის პერიოდში ჩატარდა. გამოიკითხა სულ 18 წლის ასაკის ზემოთ მყოფი 4006 მოქალაქე.

















