გერმანიის ქალაქ ლაიპციგში ტრანსპორტის საერთაშორისო ფორუმი მიმდინარეობს, რომელშიც საქართველოს წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.
ქართულ დელეგაციას ფორუმზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია ხელმძღვანელობს. სიტყვით გამოსვლისას ფორუმზე მან საქართველოს ტრანსპორტის სფეროში გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა.
ვიზიტის ფარგლებში ქობალიამ ფორუმის მონაწილე ქვეყნების ტრანსპორტის მინისტრებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა.
ხვალ ეკონომიკის მინისტრი მეკობრეობის წინააღმდეგ ბრძოლისადმი მიძღვნილ ტრენინგს დაესწრება. ამ საკითხზე საქართველო წელს მთავარი მომხსენებელია.

















