საქართველოში მყოფი ინდოეთის ბიზნესდელეგაცია ქვეყანაში უძრავი ქონების სფეროში ინვესტირებით დაინტერესდა.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ საინვესტიციო სააგენტოს დირექტორმა ქეთევან ბოჭორიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ბიზნსმენებმა სხვადასხვა პროექტების გაცნობის შემდეგ, ყურადღება საქართველოში სასტუმროებისა და ტურიზმის სფეროზე გაამახვილეს, განსაკუთრებით კი, ამ მიმართულებით ანაკლიის პროექტით დაინტერესდნენ. პროექტის თანახმად, ანაკლიაში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება იგეგმება და ინვესტორი, რომელიც ანაკლიაში სასტუმროს აშენებას გადაწყვეტს, გარკვეული შეღავათებით ისარგებლებს.
ამასთან, ბოჭორიშვილის განცხადებით, ინდოელი ბიზნსმენები უძრავი ქონების სექტორში თბილისში არსებული რამდენიმე შენობითაც დაინტერესდნენ.
„გარკვეულ პროექტებზე მოლაპარაკლებები უკვე შედგა, თუმცა, სანამ კონტრაქტს ხელი არ მოეწერება, დეტალებზე ვერ ვისაუბრებს“ - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მისივე თქმით, ინდოელი ბიზნესმენები დღეს ქუთაისს დაათვალიერებენ.
საქართველოს სამხრეთ ინდოეთიდან პოტენციურ ინვესტორთა ჯგუფი რამდნეიმე დღის წინ ეწვია. თბილისში სამხრეთ ინდოეთის ოთხი წამყვანი უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც ჩამოვიდნენ, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებთან სტუდენტური გაცვლითი პროგრამების განხორციელებას გეგმავენ.
ვიზიტის ფარგლებში პოტენციურ ბიზნეს პარტნიორებთან ინდივიდუალური შეხვედრებია დაგეგმილი.

















