„ენერგო პრო ჯორჯიამ“ ინდივიდუალური გამრიცხველიანება კიდევ 9 სოფელში დაასრულა.
კომპანიის ინფორმაციით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი
მრიცხველები მარნეულის, თეთრიწყაროს, ონის, ბაღდათის, ხონის, მცხეთის, ნინოწმინდის, ახალქალაქის, გარდაბნის რაიონის სოფლებში დამონტაჟდა.
პროექტის ფარგლებში, საერთო ჯამში, 1 833 აბონენტი გამრიცხველიანდა. პროექტის ინვესტიციამ კი, 549 900 ლარი შეადგინა.
კომპანიის ცნობით, გამრიცხველიანებასთან ერთად ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც მიმდინარეობდა.
„ენერგო-პრო ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ გამრიცხველიანების სამუშაოეი გრძელდება და 2013 წლისთვის მთელი საქართველო გამრიცხველიანებული იქნება.

















