თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საწარმოს მიერ მიღებული მოგება გადასახადისგან თავისუფლდება.
ამას „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები ითვალისწინებს, რომელსაც პრეზიდენტმა მოაწერა ხელი.
აქამდე, „თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში“ მოგების გადასახადისგან მხოლოდ ის საწარმო თავისუფლდებოდა, რომელსაც საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული წესით საერთაშორისო საწარმოს სტატუსი ჰქონდა მინიჭებული.
„თავისუფალ ინდუსტრიულ ზონების შესახებ“ კანონი პარლამენტმა 2007 წელს მიიღო.

















