თბილისში, აბანოთუბანში, მირზა-შაფის ქუჩაზე „არტ ბუტიკ ოტელი“ აშენდება.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ საქართველო-ისრაელის ბიზნეს-პალატის პრეზიდენტმა იციკ მოშემ განუცხადა.
იციკ მოშეს განმარტებით, სასტუმრო-ბუტიკი 5 ვარსკვლავიანი იქნება და 40 ნომერს მოიცავს. სასტუმროში ცნობილი ფრანგი მსახიობის ჟერარ დეპარდიეს რესტორნის გახსნაც იგეგმება.
„არტ ბუტიკ ოტელის“ მშენებლობა“, სავარაუდოდ, ზაფხულში დაიწყება.
საქართველო-ისრაელის ბიზნეს-პალატის ხელმძღვანელის თქმით, სასტუმროს მშენებლობას „ისრაელის საინვესტიციო ფონდი“ დააფინანსებს. პროექტის ბიუჯეტი ზუსტდება.
აღსანიშნავია, რომ „ისრაელის საინვესტიცო ფონდი“ თბილისში დიდ პროექტს - სასტუმრო „რიქსოსის“ მშენებლობასაც აფინანსებს. იციკ მოშეს განცხადებით, თუ ამ ორი პროექტის განხორციელების შემდეგ ფონდში თანხა დარჩება, ებრაელი ბიზნესმენები ინვესტიციას საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში ჩადებენ.

















