თბილისის ცენტრში სასტუმრო „რიქსოსის“ მშენებლობა, სავარაუდოდ, 2014 წლისთვის დასრულდება. სასტუმროს მშენებლობის პროცესი დღეს, საქართველოში ვიზიტით მყოფმა
ებრაელ ბიზნესმენთა დელეგაციამ და საქართველო-ისრაელის ბიზნეს-პალატის პრეზიდენტმა იციკ მოშემ დაათვალიერეს.
როგორც იციკ მოშემ აღნიშნა, პროექტზე დაახლოებით 17-19 მლნ აშს დოლარი დაიხარჯება. მშენებლობას ისრაელის „საინვესტიციო ფონდი“ აფინანსებს.
თბილისში „რიქსოსის“ მშენებლობა 2008 წელს დაიწყო, თუმცა, საქართველოში რუსული აგრესიისა და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამო, შეჩერდა. ინვესტირება ებრაელმა ბიზნესმენებმა მიმდინარე წელს განაახლეს.
როგორც ებრაელმა ბიზნესმენებმა განაცხადეს, „TBILISI RIXOS RESIDENCE” აღმოსავლეთ ევროპასა და მთლიანად “RIXOS“-ის საერთაშორისო ქსელში, არქიტექტურის თვალსაზრისით და მაღალი ხარისხის მშებენლობით, ერთ-ერთი წამყვანი პროექტი იქნება.

















