ისრაელის საქმიანი წრეების წარმომადგენლები თბილისში, გუდიაშვილის ქუჩაზე დღეს სასტუმრო “RIXOS“-ის მშენებლობის პროცესს დაათვალიერებენ.
„TBILISI RIXOS RESIDENCE” ისრაელის ინვესტიციით შენდება და აღმოსავლეთ ევროპასა და მთლიანად “RIXOS“-ის საერთაშორისო ქსელში არქიტექტურის თვალსაზრისით და მაღალი ხარისხის მშებენლობით ერთ-ერთი წამყვანი პროექტი იქნება.
როგორც „ნიუსპრესს“ საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატადან აცნობეს, ისრაელის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, თბილისს ისრაელის 15 კაციანი ბიზნესდელეგაცია ეწვია. დელეგაციის შემადგენლობაში ისრაელის „საინვესტიციო ფონდის” დამაარსებლებიც არიან.
ზაფხულში „ისრაელის საინვესტიციო ფონდი” აბანოთუბანში ბუტიკსასტუმროს მშენებლობის დაწყებას გეგმავს.

















