საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 2012 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, 0.2 მლრდ ლარით, ანუ 1.2 პროცენტით შემცირდა და 12.5 მლრდ ლარი შეადგინა. ამის
შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკი იუწყება.
საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 2.2 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 17.8 პროცენტია.
გასული თვე საბანკო სექტორმა მოგებით დაასრულა. მარტის თვის წმინდა მოგებამ 11.3 მლნ ლარი შეადგინა.
1 აპრილის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 19 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი, მათ შორის, 16 - საწესდებო კაპიტალში უცხოური ფინანსური რესურსის მონაწილეობით და 2 - უცხოური ბანკის ფილიალით.

















