ისრაელის საქმიანი წრეების წარმომადგენლები თბილისში, გუდიაშვილის ქუჩაზე ხვალ, სასტუმრო “RIXOS“-ის მშენებლობის პროცესს დაათვალიერებენ.
„TBILISI RIXOS RESIDENCE” ისრაელის ინვესტიციით შენდება და აღმოსავლეთ ევროპასა და მთლიანად “RIXOS“-ის საერთაშორისო ქსელში არქიტექტურის თვალსაზრისით და მაღალი ხარისხის მშებენლობით ერთ-ერთი წამყვანი პროექტი იქნება.
როგორც „ნიუსპრესს“ საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატადან აცნობეს, ისრაელის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, თბილისს ისრაელის 15 კაციანი ბიზნესდელეგაცია ეწვია. დელეგაციის შემადგენლობაში ისრაელის „საინვესტიციო ფონდის” დამაარსებლებიც არიან.
ისრაელის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები სასტუმროს მშენებლობის პროცესის გაცნობით დაიწყება.
ზაფხულში „ისრაელის საინვესტიციო ფონდი” აბანოთუბანში ბუტიკსასტუმროს მშენებლობის დაწყებას გეგმავს.

















