ამერიკული კომპანია "Planet Food World”-ის წარმომადგენლებმა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ ბოლქვაძესთან შეხვედრაზე აჭარის აგროსასურსათო
სექტორში ინვესტირების სურვილი გამოთქვეს.
ისინი ხულოში კარტოფილის მიმღებ–გადამამუშავებელი საწარმოს ამოქმედებას გეგმავენ, რომელიც კარტოფილს ადგილობრივი მოსახლეობისგან ჩაიბარებს. ასევე, კომპანიას ქობულეთში ბოსტნეულის სასათბურე მეურნეობის მოწყობა სურს.
ანზორ ბოლქვაძემ სტუმრებს აჭარაში არსებული საინვესტიციო გარემო გააცნო. მან აღნიშნა, რომ ხელისუფლება მიესალმება ქვეყანაში ინვესტიციების შემოსვლას, რაც ადგილობრივი წარმოების განვითარებასა და სამუშაო ადგილების მატებას განაპირობებს.

















