2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები შედის.
მიმდინარე წლის ბიუჯეტში მოსალოდენლი ცვლილებების თაობაზე ინფორმაცია უმაღლესი
საკანონმდებლო ორგანოს ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი.
თუმცა, დეპუტატები კონკრეტული პარამეტრების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.
ბიუროს სხდომაზე მხოლოდ ის გახდა ცნობილი, რომ პროექტი პარლამენტში მომავალ კვირაში შევა.
დეპუტატების განცხადებით, საბიუჯეტო ცვლილებები მთავრობის დღევანდელ სხდომაზე უნდა განეხილათ.

















