ბათუმში ოჯახში დამზადდებული ღვინის ყოველწლიური ფესტივალი გაიმართა.
როგორც „ნიუსპრესს“ ფესტივალის ორგანიზატორის, ბათუმის, ლაზეთისა და ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის პრესცენტრში განუცხადეს, ფესტივალში როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს მეღვინეები მონაწილეობდნენ.
საკონკურსოდ წარდგენილ ღვინოებს ცნობილი დეგუსტატორები აფასებდნენ. სულ დაწესებული იყო 21 ნომინაცია.
ფესტივალში ოქროს მედლები საუკეთესო საფერავის დამზადებისთვის თენგიზ ბაკურიძეს, თეთრი ჩხავერისთვის - თეიმურაზ შარაშიძეს და დასავლეთის საუკეთესი წითელი ღვინისთვის - ირაკლი თავაძეს გადაეცა.
სიგელები და ჯილდოები სხვა ნომინაციების გამარჯვებულებსაც ერგოთ.
ღონისძიება უკვე ხუთი წელია იმართება. ის ყოველ გაზაფხულზე, აპრილში ან მაისში ტარდება.

















